თავისუფლების მეტროსთან პოლიცია მოქალაქეებს ამოწმებს
თავისუფლების მეტროსთან პოლიცია მოქალაქეებს ამოწმებს - კრიმინაური პოიციის წარმომადგენლები აჩერებენ აქციიდან მომავალ ხალხს, ლუქავენ პირბადეებს და ადგენენ შესაბამის ოქმს.
"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, პოლიციამ აფხაზეთიდან დევნილი აზა ადამია „იდენტიფიცირების მოტივით“ შეაჩერა. მას, სავარაუდოდ, დათვალიერების ოქმი შეუდგინეს.
კიდევ ერთი მოქალაქე სამედიცინო პირბადის ტარების გამო შეაჩერეს - მას, სავარაუდოდ, დათვალიერების ოქმი შეუდგინეს. საბოლოოდ პოლიციამ „სამართალდარღვევის საგანი“ - პირბადე დალუქა.
გუშინ, 18 ოქტომბერს, გზის გადაკეტვისთვის დილიდან 14 ადამიანი დააკავა.
გუშინვე გავრცელდა რამდენიმე ვიდეო , რომელშიც ისმის, რომ შსს-ს თანამშრომლები მოქალაქეებს უმარტავენ, რომ ისინი დაკავებულები არ არიან, თუმცა მათთან დაკითხვაზე წაყოლას სთხოვენ.
რუსთაველი 326-ედ გადაიკეტა. რამდენიმე წუთის წინ იქ პოლიცია მივიდა და აქციის მონაწილეები გააფრთხილა და მოუწოდა გზის გახსნისკენ.
აქცია გრძელდება „ქართული ოცნების“ მიერ გამკაცრებული კანონის ფონზე.