მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ჟურნალისტ ვახო სანაიას 6 დღით პატიმრობა მიუსაჯა
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ჟურნალისტ ვახო სანაიას 6 დღით პატიმრობა მიუსაჯა.
ვახაო სანაია დღეს, 19 ოქტომბერს დააკავეს გზის უკანონოდ გადაკეტვის ბრალდებით.
ადვოკატ თონიკე მიგინეიშვილის განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ თუ ვახო სანაია თანახმა იქნება.
მისი თქმით, სასამართლომ მიიღო ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, "6-დღიანი პატიმრობა მიესაჯა ვახო სანაიას, ჟურნალისტს, ადამიანს, რომელიც უკვე 300 დღეზე მეტია მონაწილეობას იღებს პროტესტში და არცერთი სამართალდარღვევა არ ჰქონია დღემდე".
ვახომ აღნიშნა, რომ თუ მას ხელოვნურად ენდომებოდა გზის გადაკეტვა, ამას აქამდეც გააკეთებდა.
დღევანდელი გადაწყვეტილებით სასამართლომ ხელი შეუწყო იმ საფუძვლებს, რომლებსაც ჩვენ უახლოეს მომავალში ვნახავთ სავარაუდოდ აქტივისტების მისამართით. ეს არის სისხლის სამართლის წესით დევნა გზის გადაკეტვისათვის.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ის 7 დღის განმავლობაში მცხეთის იზოლატორში იქნება გადაყვანილი.
პროცესამდე ვახოსთან შეხვედრის საშუალება არ მომეცა, არც მტკიცებულებები გვქონდა გადმოცემული. იყო წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებები. ადმინისტრაციული ორგანო ცდილობდა ეჩვენებინა, რომ გადაკეტვის მცდელობა აქტივისტებს 20:00 საათზე ჰქონდათ, თუმცა ვახოს კადრი წარმოდგენილი იყო 20: 22 საათზე”, - განაცხადა თორნიკე მიგინეიშვილმა.