მოსამართლემ ლევან ჯობავას და შალვა ჩუბინიძეს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ დაკავებული 2 პირი - ლევან ჯობავა და შალვა ჩუბინიძე სამართალდამრღვევებად ცნო და ორივე მათგანს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
მამუკა კუპრეიშვილი მოსამართლემ ადმინისტრაციული დაკავებიდან გაათავისუფლა.
მანუჩარ ცაცუამ საბა ხომერიკი და ნინო სვანიძე სამართალდამრღვევებად ცნო. საბა ხომერიკს 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ნინო სვანიძეს - 5 დღიანი.
გელა გამყრელიძე და ვახტანგ მაჭავარიანი ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 18 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვისა და სახის შენიღვბის საბაბით 14 პირი დააკავა, ხოლო 13 პირის მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.