ლიეტუვა: გერმანიის ელჩზე თავდასხმები მიუღებელია და საქართველოს იზოლაციას აღრმავებს

20.10.25 09:46
ლიეტუვა: გერმანიის ელჩზე თავდასხმები მიუღებელია და საქართველოს იზოლაციას აღრმავებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე განცხადებას ავრცელებს და კიდევ ერთხელ სოლიდარობას უცხადებს გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერს და გერმანელ დიპლომატებს.

უწყების განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ ელჩის მისამართით გამოთქმული ბრალდებები, აგრესიული ტონი და თავდასხმები სრულიად მიუღებელია.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ მისი მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები, აგრესიული რიტორიკა და თავდასხმები სრულიად მიუღებელია. ასეთი თავდასხმები მხოლოდ აღრმავებს საქართველოს თვითიზოლაციას,“ - ნათქვამია ლიეტუვის საგარეო უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ელჩი პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გერმანიაში გაიწვიეს.

მსგავსი სიახლეები