სააკაშვილს აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა, ამ ეტაპზე კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს - ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა „საკმაოდ დამაკმაყოფილებელია“ და ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სააკაშვილს ყველა საჭირო ინსტრუმენტულ კვლევას და მედიკამენტოზურ დახმარებას პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალი უწევს.
პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. მას აქვს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა. ამ ეტაპისთვის ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებს, თუმცა, პენიტენციური სამსახურის სამედიცინო პერსონალის მხრიდან უზრუნველყოფილია ყველა ის საჭირო ინსტრუმენტული კვლევა და მედიკამენტოზური დახმარება, რომელსაც პაციენტი ამ ეტაპისთვის საჭიროებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.