მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს საკუთარ ხალხს, და მიყვეს მათ სურვილს, რაც არის ევროკავშირის წევრობა - მარტა კოსი

20.10.25 10:42
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს საკუთარ ხალხს, და მიყვეს მათ სურვილს, რაც არის ევროკავშირის წევრობა - მარტა კოსი

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოუსმინოს საკუთარ ხალხს, იყოს ინკლუზიური , ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიყვეს მათ სურვილს, რაც არის ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ  ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  ქვეყანაში ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებას ხელისუფლებაში მყოფი პირები უწყობენ ხელს.

ვისაუბრებთ საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენებზე. ქართველმა ხალხმა გასულ არჩევნებზე აჩვენა, რომ პროტესტი ისევ გრძელდება. გამოკითხვებიც აჩვენებს, რომ მათ სურთ საქართველოს ევროპული მომავალი, მაგრამ არ სურს საქართველოს მთავრობას. მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურთ იარონ ევროპულ გზაზე. მათი ოპონენტები , როგორც უკვე იცით, არიან დაკავებულები. ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აჩუმებენ. ამავდროულად, დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ გვესმის მათგან ვინც ხელისუფლებაში , ასე, რომ ჩვენ ვგმობთ ცრუ ნარატივს და ვგმობთ თავდასხმებს ევროპულ ინსტიტუტებზე და წევრ სახელმწიფოებზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქრთველოს მთავრობას მოუსმინოს საკუთარ ხალხს , იყოს ინკლუზიური , ესაუბროს სამოქალაქო საზოგადოებას და მიყვეს მათ სურვილს, რაც არის ევროკავშირის წევრობა, - განაცხადა მარტა კოსმა.

მსგავსი სიახლეები