გამოიკითხნენ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი - რას ამბობენ "ოცნებაში"

20.10.25 11:16
გამოიკითხნენ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი - რას ამბობენ "ოცნებაში"

გამოკითხეს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი? "პირველების" ამ კითხვას "ქართულ ოცნებაში" ვერ პასუხობენ. ივანიშვილის გუნდის დეპუტატების ნაწილი კითხვას საერთოდ არ პასუხობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

არ მაქვს ინფორმაცია. ზოგადად, ამ საკითხზე არაერთხელ ითქვა, რომ არ არის მარტივი ეს საკითხი, ამიტომაც უნდა დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილისგრიგოლ ლილუაშვილისოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.

სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.

როგორც ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა ასევე სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელისძმები პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლებში. 

მისივე თქმით, ამოღებულია: 

  • 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი
  • 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი
  • ძვირადღირებული ნახატები
  • დოკუმენტაცია - რამდენიმე ათას ფურცლად
  • 119 ელექტრომოწყობილობა.

სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.

 

მსგავსი სიახლეები