პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არაფერი აქვს საერთო კორუფციასთან ბრძოლასთან - ეკა გიგაური ღარიბაშვილი-ლილუაშვილის საქმეზე
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ფიქრობს, რომ ღარიბაშვილი-ლილუაშვილის წინააღმდეგ წამოწყებული საქმეები რეალურად პოლიტიკურ სარჩულს ატარებს და არაფერი აქვს საერთო კორუფციასთან ბრძოლასთან.
არასამთავრობო ორგანზაციის ხელმძღვანელი პირდაპირ ამბობს, რომ ექსმაღალჩინოსნები ისეთ სრაფერს აკეთებდნენ, რასაც "ოცნების" რიგითები არ აკეთებენ. მისი თქმით, ეს უფრო გუნდის შიგნით მომხდარ დაპირისპირებას ჰგავს.
ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არაფერი ამას საერთო არ აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს არ გაუკეთებიათ არაფერი ისეთი, რასაც არ აკეთებს "ქართული ოცნების" რიგითი მაღალჩინოსანი. ყველა ტოტალურად არის ჩართული კორუფციაში და ამაზე თანხმობა, როგორც ჩანს, მათ გააჩნიათ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. აქ არის უფრო მეტად დაპირისპირება გუნდის შიგნით, ღარიბაშვილი არის ის ადამიანი "ქართულ ოცნებაში", რომელსაც მარდაჭერა აქვს "ქართული ოცნების" მომხრეების მხრიდან და იგი, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად იგივე დამოკიდებულება ჰქონდა კრიტიკული მედიის მიმართ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომელსაც ძირგამომთხრელი საქმიანობით დაკავებულს უწოდებდა, იგი აკეთებდა ყველაფერ იმას, მაგრამ მაინც ახერხებდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ჰქონდა გაკვეული შეხება და ასე იზოლაციაში არ იყო მაშინ "ქართული ოცნება". ამიტომ, მე მგონია, რომ აქ რის უფრო კონკურენციის ამბავი, - ამბობს ეკა გიგაური.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.
სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.
როგორც ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა ასევე სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ძმები პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლებში.
მისივე თქმით, ამოღებულია:
- 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი
- 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი
- ძვირადღირებული ნახატები
- დოკუმენტაცია - რამდენიმე ათას ფურცლად
- 119 ელექტრომოწყობილობა.
სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.