გვსურს, პატივი ვცეთ ქართველი ხალხის მისწრაფებას, წინ წავიდნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე - ჟან-ნოელ ბარო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვბა მოხდება.
როგორც მან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მათი სურვილია, “შესაძლებელი გახადონ ქართველი ხალხის მისწრაფების პატივისცემა, წინ წავიდნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე“.
გვექნება განხილვა საქართველოსთან დაკავშირებით. გვსურს, რომ შესაძლებელი გავხადოთ ქართველი ხალხის მისწრაფების პატივისცემა, წინ წავიდნენ ევროპისკენ მიმავალ გზაზე. სწორედ ამ სულისკვეთებით ვმსჯელობთ, მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას“, - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ლუქსემბურგში იმართება, საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.