გახარიას გუნდის პარლამენტში შესვლაზე "ოცნებაში" პირველი შეფასება გაკეთდა

20.10.25 12:36
გახარიას გუნდის პარლამენტში შესვლაზე "ოცნებაში" პირველი შეფასება გაკეთდა

გახარიას გუნდის შემოსვლით საქართველოს პარლამენტს არც არაფერი არ მოემატება და არც არაფერი მოაკლდება, - ამის შესახებ ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდმარემ განაცხადა. 

პაპუაშვილის მტკიცებით, ოპოზიციის ბოიკოტი „უცხოეთიდან ნაკარნახევი გეგმა“ იყო, რომელმაც თავად პარტიებს ზიანი მიაყენა.

უცხოეთიდან ნაკარნახევი გეგმა იყო, რომ პარტიებმა, რომლებმაც მიიღეს, მანდატი უარი ეთქვათ მანდატზე, ჩახსნევინეს ეს მანდატები და რაც მიიღეს საბოლოო ჯამში იმ პერიებმა, ნახეს რომ შეუმცირდათ მხარდამჭერები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩენებში… გახარიას პარტიას რაც შეეხება, მათ მანდატები შეინარჩუნეს, შემოსვლას რაც შეეხება, შემოსულები არიან – 12 წევრი პარლამენტის წევრად ითვლება, ისინი აცდენენ საპარლამენტო სხდომებს, ასე რომ ამ გაცდენებს თუ შეწყვეტენ მათი გადასაწყვეტია… საქართველოს პარლამენტს არც არაფერი არ მოემატება და არც არაფერი მოაკლდება, მათი აქ ყოფნით ან არ ყოფნით, თუმცა საინტერესო იქნება ვფიქრობ მათი აქ ყოფნა, იმ მხრივ რომ ჩვენ პირდაპირ შევძლებთ მოვისმინოთ უცხოეთიდან მესიჯები, ჩათვალეთ რომ რასაც გაიგებთ ამ 12 ადამიანისგან ეს არის რაც გარედან დავალება მოდის“,- უთხრა ჟურნალისტებს  შალვა პაპაშვილმა.

ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ პარლამენტში შედის. ინფორმაციას პარტიის წევრი გიორგი შარაშიძე ადასტურებს. 

პარტიაში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური პროცესებიდან გამიჯვნამ ოპოზიცია „ფაქტობრივად გააქრო“, ამიტომ ისინი მუშაობას საკანონმდებლო ორგანოში განაახლებენ

მსგავსი სიახლეები