"მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით მის სახლთან" - “ოცნება“ მარტა კოსს უპირისპირდება
“ოცნებ“ მარტა კოსს უპირისპირდება - შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ “ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს და ასეთი განცხადებები მხოლოდ ფარისევლობაა და სხვა არაფერი“.
“ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, “ ვიდრე ქალბატონი კოსი და სხვა ბიუროკრატები ბრიუსელიდან არ დაგმობენ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს, მათი განცხადებები ფარისევლობაა“.
ლოჯისტიკურად რთული იქნება, თუმცა შესაძლებელი რომ იყოს, იმ მილიონ 107 ათას ამომრჩეველს დავაყენებდით ქალბატონი კოსის სახლთან და მოესმინა მათი ხმისთვის. როგორც ჩანს, ქალბატონი კოსი სელექციურად უდგება საქართველოს, მისთვის ქართველი ხალხი თუ არიან მხოლოდ ის ხალხი, ვისაც ისინი ფულს უხდიან, ეს ძალიან მძიმე ყოფილა. დღემდე ქალბატონ კოსს არ დაუგმია პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი, მათ შორის, იმ ხალხის მხრიდან, რომლებსაც აფინანსებს ევროკავშირი. მანამ, სანამ ქალბატონი კოსი და სხვა ბიუროკრატები ბრიუსელიდან არ დაგმობენ პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივ შტურმს, მანამ, სანამ არ გაემიჯნებიან ძალადობრივ შტურმს, მანამ, სანამ არ შეწყვეტენ ამ მოძალადეების დაფინანსებასა და თავზე ხელის გადასმას, მანამდე, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები მხოლოდ ფარისევლობაა და სხვა არაფერი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ უსმენს საკუთარ ხალხს და არ სურს ევროპული გზით სიარული.
მისივე თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც ლუქსემბურგში იმართება, განხილული იქნება „საქართველოში მიმდინარე შემაშფოთებელ მოვლენები“.