პაპუაშვილმა არ იცის, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე ყოფილი პრემიერი და სუს-ის ექსს შეფი
შალვა პაპუაშვილმა არ იცის, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე ყოფილი პრემიერი და სუ-სის ექსს შეფი. ამის შესახებ მან "პირველების" კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
არანაირი ინფორმაცია არ მქვს დ არც ჩემი კომპეტენციაა ეს. მემგონი, თქვენს დაკვირდით, აქტიურია როგორც შსს, ისე სუსი. მოგიწოდებთ, რომ მათთან გქონდეთ კონტაქტი და მიიღებთ პასუხებს.
კითხვაზე, რატომ რა აკავებენ ირაკლი ღარიბაშვილს და გრიგოლ ლილუაშვილს იმ პირობებში, როდესაც მათ გააჩნიათ რესურსი, რომ რაიმე ფორმით გავლენა იქონიონ გამოძიებაზე, პაპუაშვილი ამბობს, რომ "საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილება იქნება მიღებული".
ჩვენ გვაქვს ნდობა, რომ საჭირო დროს, საჭირო გდწყვეტილებებს მიიღებენ, - ამბობს ერთპარტიული პარლამენტი თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.
სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.
როგორც ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა ასევე სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ძმები პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლებში.
მისივე თქმით, ამოღებულია:
- 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი
- 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი
- ძვირადღირებული ნახატები
- დოკუმენტაცია - რამდენიმე ათას ფურცლად
- 119 ელექტრომოწყობილობა.
სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.