განკარგულება: კობახიძე თანახმაა, აშშ-მ საქართველოს თავდაცვას, გრანტის სახით, 4 მანქანა გადასცეს
თავდაცვის სამინისტრო აშშ-ის მთავრობისგან გრანტის სახით 4 ავტოსატრანსპორტო საშუალება - Renault Trafic მიიღებს.
შესაბამის განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ 10 ოქტომბერს მოაწერა.
საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და საქართველოს სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №238 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გრანტის სახით 4 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების (Renault Trafic) გადმოცემის შესახებ", - წერია განკარგულებაში.