იზოლირებული იქნება - ბრეგაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს ციხის კლინიკაში გადაიყვანენ

21.10.21 16:21
იზოლირებული იქნება - ბრეგაძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს ციხის კლინიკაში გადაიყვანენ

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის, განცხადებით, თუ მიხეილ სააკშვილის პენიტენციური სამსახურის N18-ე  სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ, მესამე პრეზიდენტი იზოლირებული იქნება. 

იმ შემთხვევაში, თუ დადგება ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, იგი გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 -ე სამკურნალო დაწესებულებაში. ეს არის სამკურნალო დაწესებულება.

საავადმყოფოში იქნება იზოლირებული, რაც აუცილებელია მისი უსაფრთხოებისთვის, ყველაფერი იქნება გაკეთებული", - ამბობს ბრეგაძე.

მიხეილ სააკაშვილი მე-18-ე პენიტენციურ დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას არ ეთანხმება. ადვოკატის თქმით, დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.