“დასამალი არაფერი გვაქვს“ - “ოცნება“ ანტიკორუფციულ ბიუროს იცავს

20.10.25 17:41
“დასამალი არაფერი გვაქვს“ - “ოცნება“ ანტიკორუფციულ ბიუროს იცავს

“ქართული ოცნება“ რაჟდენ კურპაშვილს იცავს და ამტკიცებს, რომ დასამალი მათ, ქონების თვალსაზრისით, არაფერი აქვთ.

პაპუაშვილმის თქმით, ეს ყველაფერი ანტიკორუფციულ ბიუროსთანაა გასარკვევი და მან არაფერი იცის. ამავდროულად “საერთაშორისო გამჭრვირვალობა საქართველო“ ფულის დამალვაში იქეთ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ორგანიზაცია  ესტონეთში იმისთვის დარეგისტრირდა, რომ დამკვეთებისგან აღებული ფული ქართველ ხალხს დაუმალოს“.

ვერ გეტყვით, ეს ანტიკორუფციულ ბიუროსთან უნდა გაარკვიოთ, რა ქვეყნდება და რა არა, თუმცა, მეც გავეცანი ამ განცხადებას, რომელიც ეკუთვნის უცხოელების დაქირავებულ ორგანიზაციას, “საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომელიც ესტონეთში დარეგისტრიდა იმისთვის, რომ დამალოს ფული, რომელსაც ის იღებს, საკუთარი დამკვეთებისგან დაუმალოს ქართველ ხალხს - თქვა პაპუაშვილი.

„შესაძლო ტექნიკური ხარვეზი“ დაასახელა მიზეზად “ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა და განაცხადა, რომ “მათ არაფერი აქვთ დასამალი, ყველაფერი ღია და საჯაროა“.

ჩვენ ყველანი ვავსებთ დეკლარაციას და ეს ყველაფერი არის საჯარო, თუ რაიმე ფორმით ტექიკური ხარვეზია, მიმართეთ შესაბამის უწყებას და პასუხს გაგცემენ. ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, ყველაფერი ღია და საჯაროა, - თქვა მან.

დღეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ანტიკორუფციული ბიურო თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციებს ისევ მალავს.

მათ განცხადებას, კუპრაშვილის უწყება გამოეხმაურა და სიცრუე და დეზინფორმაცია უწოდა. 

 

 

მსგავსი სიახლეები