იოზვიაკი: საქართველოს ზოგიერთი სექტორი შეიძლება [ვიზალიბერალიზაციის შეჩერების] სამიზნე გახდეს

20.10.25 17:33
იოზვიაკი: საქართველოს ზოგიერთი სექტორი შეიძლება [ვიზალიბერალიზაციის შეჩერების] სამიზნე გახდეს

"რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასის თქმით, ნოემბერში ამოქმედდება ახალი წესები, რომლებიც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს. 

რიკარდ იოზვიაკის განცხადებით, აღნიშნული წესების ამოქმედება ნიშნავს, რომ საქართველოს ზოგიერთი სექტორი შეიძლება უვიზო მიმოსვლის შეჩერების სამიზნე გახდეს. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა პოლიტიკის ხელმძღვანელი კაია კალასი აცხადებს, რომ ევროკომისია ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ანგარიშს წარადგენს და აღნიშნავს, რომ ნოემბერში ამოქმედდება ახალი წესები, რომლებიც [ვიზალიბერალიზაციის] შეჩერებას ამარტივებს. ეს მიანიშნებს იმას, რომ საქართველოს ზოგიერთი სექტორი შეიძლება სამიზნედ იქცეს," - წერს რიკარდ იოზვიაკი. 

განახლება:

ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავ უარესდება. 

მისი თქმით, ნოემბერში ვიზების შესახებ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლა საშუალებას მისცემს გააუქმონ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის. 

კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში კვლავ უარესდება. ევროპელი ელჩების წინააღმდეგ პირადი თავდასხმები მიუღებელია და მათთვის ადგილი დიპლომატიაში არ არის. კომისია მიმდინარე წლის ბოლოს წარადგენს სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ანგარიშს. ნოემბერში ვიზების შესახებ ახალი რეგულაციის ძალაში შესვლით, ეს მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ზოგიერთი ჯგუფისთვის," - განაცხადა კალასმა.  

მსგავსი სიახლეები