ფულის სანაცვლოდ რუსულ ჯარში - რას სთავაზობს პუტინი ქართველებს და როგორია პასუხი თბილისიდან
ვირტუალური გაწვევა ომში - რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის წინააღმდეგ საომრად იწვევს და დიდ ფულსაც სთავაზობს. ონლაინ სივრცე განცხადებებითაა აჭრელებული. საქართველოს ის მოქალაქე, ვინც რუსეთის თავდაცვის სამინსიტროსთან კონტრაქტს გააფომებს, პირველივე ჯერზე მიიღებს 2 მილიონ 500 ათას რუბლს - ეს დაახლოებით 83 ათასი ლარია. ყოველთვიური ხელფასი კი 210 ათასი რუბნლიდან იწყება, რაც დაახლოებით 7 000 ლარია. თუ სამხედრო გამოცდილება არ გაქვთ - გასწავლით - ვკითხოლობთ ვებგვერდებზე, რომელთა რეკლამაც სოციალურ ქსელებში მიდის.
ვინც რუსულ ჯარში საკონტრაქტო სამსახურს დათანხმდება, სთავაზობენ რუსეთის მოქალაქეობას ორ კვირაში და სოციალურ შეღავათებსაც. ნაწილს პირდებიან, რომ მისცემენ მიწის ნაკვეთებსაც რუსეთში. რუსეთს ცოცხალი ძალის ნაკლებობა აქვს, უკრაინასთან ომში, ჩრიდლოეთ კორეეელი სამხედროებიც კი ჩართეს. როგორც ჩანს ფროტნზე ისე უჭირთ, რომ ახლა საქართველოს მოქალაქეები უნდათ აქციონ საზარაბანზე ხორცად - ფიქრობენ ანტისაოკუაპცო მოძრაობის წევრები.
რა მიზანი აქვს რუსეთს? - უკრაინაში მებრძოლი ქართველები გვიყვებიან, რომ ეს ოკუპანტი ქვეყნის ნაცადი ხრიკია, დააპირისპირონ ერმანეთს მოძმე ერებიც და ერთი ქვეყნის მოქალაქეებიც, ანუ რუსეთი ახლა ცდილობს, რომ ფულის სანაცვლოდ ქართველები ფრონტზე საომრად წაიყვანოს და შემდეგ იქ ქართელმა ქართველს ტყვია ესროლოს, ეს არის ღალატი - ამბობენ უკრაინული მიწის დასაცავად, საქართელოდან ომში წასული მებრძოლები.
წესით ახლა უსაფრთხოების სამსახურს განგაშის სიგნალი უნდა ჰქონდეს ჩართული. ქვეყანაში მოქმედებს ვებგვერდი, რომელიც მოქალაქეებს სავარაუდო დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს, მდინარაძის უწყებას ეს ამბავი რატომღაც არ აინტერესებს, სუს-ი ახლა უფრო მეტად პოლიტიკური ანგარიშსწორებით არის დაკავებული, არადა ფაქტია, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომით ცდილობს ქართველების განწყობის შესწავლას, მათ სურთ გაიგონ, რამდენად დიდია საქართველოში სურვილი რომ ოკუპანტ ქვეყანას დავუახლოვდეთ.