ხარაგაულის მერიამ ,,ოცნების" შემომწირველს 775 ათასი ლარის კონტრაქტი გაუფორმა - ifact

21.10.21 16:52
ხარაგაულის მერიამ ,,ოცნების" შემომწირველს  775 ათასი ლარის კონტრაქტი გაუფორმა - ifact

Ხარაგაულის მერიამ ,,ქართული ოცნების" შემომწირველს, შპს ,,გგ"-ს მფლობელს, გიორგი ტალახაძეს, 3 ინფრასტრუქტურული ტენდერი უკონკურნტოდ მოაგებინა - ინფორმაციას  ifact.ge - ავრცელებს. 

ხარაგაულის მერიამ წელს სოფლებში გზების მოწყობისთვის 6 ტენდერი გააფორმა შპს "გგ"-თან და ჯამში, 775 ათასი ლარი გადაუხადა. კომპანიამ ექვსიდან სამ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. 

 “გგ”-ის მფლობელი გიორგი ტალახაძე “ქართული ოცნების” შემწირველია. Მან მმართველ პარტიას 2016 წელს  11 ათასი ლარი შესწირა. 
 Ხარაგაულის გარდა, “ოცნების” შემწირველი ხეირობს მცხეთის ბიუჯეტითაც. 2019-20 წლებში მცხეთის მერიამ “გგ”-ს გზების მოწყობისთვის 786 ათასი ლარი გადაუხადა. თანაც, უკონკურსოდ,  გამარტივებული შესყიდვის გზით - წერს გამოცემა.