ევროკავშირი "ოცნებას" სანქციებს უანონსებს - ბრიუსელის პასუხი ივანიშვილს

20.10.25 20:32
ევროკავშირი "ოცნებას" სანქციებს უანონსებს - ბრიუსელის პასუხი ივანიშვილს

უვიზო მიმოსვლის გაუქმებისთვის "ქართლ ოცნების" ჩინოვნიკების ჯარი განწირულია. დღეს, ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის მძიმე ამბავი, ევროკომისარმა კალასმა ლუქსემბურგიდან გაახმოვანა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 6-საათიანი მსჯელობის შემდეგ კაია კალასმა თქვა, ემზადებიან, რომ საქართველოს მოქალაქეების ერთ ჯგუფს ევროკავშირში შესასვლელად სავიზო რეჟიმი დაუწესონ. 

საქართველოს საკითხი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღის წესრიგში მას შემდეგ მოხვდა, რაც კობახიძის გუნდმა, თბილისში სტუმრად მყოფი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აქციაზე მისვლის გამო 5 000 ლარით დააჯარიმა და თან მოიტყუა, რომ თითქოს ფინელ მინისტრს შეხვედრა კობახიძემ გაუუქმა. დღეს, ევროკავშირმა ელინა ვალტონენეს მოუსმინა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის მიერ ხალხისთვის მოწყობილი რეპრესიები საკუთარი თვალით ნახა, თქვა, რომ საქართველომ სინდისი პატიმრების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე რუსეთსაც კი გადაუსწრო.  

"ქართული ოცნება" თავდასხმების გამო, თვითდაზიანებას იყენებს და რესურსიც კი აღარ რჩება ივანიშვილის პარტიას, რომ ვინმეს ნდობა მოიპოვოს. ევროკომისარი მარტა კოსი, რომელის ხელშიც ახლა ევროკავშირის გაფართოვების საკითხია ამბობს, "ოცნებას" არ უნდა ის რასაც ითხოვს ქართველი ხალხი.

"ქართული ოცნება" ევროკავშირის პოლიტიკური შეხვედრებიდან ბორტს მიღმა აღმოჩნდა. დღეს, ლუქსემბურგში ის ქვეყნები დაპატიჟეს, ვინც ევროკავშირში გაწევრიანების გზას ადგას ან პარნტიორია, იყო ყველა საქართველოს გარდა. ევროკომისარმა კაია კალასმა დაადასტურა, რომ თბილისიდან არავინ სპეციალურად არ მიიწვია. 

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები