საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო

20.10.25 20:43
საქართველომ ერთ სულ მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით რუსეთს გადაუსწრო

ფონდ თავისუფალი რუსეთის ერთ-ერთი ხელმძღვანელი თავადაც კი ვერ იჯერებდა, როდესაც ნახა, რომ საქართველომ ყოველ 100 ათას მოსახლეზე პოლიტიკურ პატიმართა რაოდენებით რუსეთს გადაუსწრო. ახლა, ჩვენს ქვეყანში ციხეებში ასზე მეტი პირი ზის ვინც პოლიტპატიმრად არის მიჩნეული, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, თუ ასეთი ტემპით წავა პროცესი, საქართველოს პოლიტპატიმართა რაოდენობით აზერბაიჯანსაც გადაუსწრებს და ბელორუსს მიახლოვდება. 

ივანიშვილი პუტინის ხელწერით მოქმედებს ამბობენ ადამიანის უფლებათა დამცველები. რუსეთში ადამიანებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო აკავებენ და იგივე ხდება უკვე ჩვენთანაც. 2012 წლის გარიჟრაჟზე ივანიშვილი, რომ მართვის სადავეებს იბარებდა და გასაოცარი დემოკრატიის აშენებას პირდებოდა ხალხს ვერავი წარმოიდგენდა, რომ ციხეში ჩასვამდა ხალხს ქუჩაში, აქციაზე, საქართველოს დროშის ფრიალის გამო. 

რეპრესიები, რაც რუსეთში, წლების განმავლობაში ხდებოდა და იხვეწებოდა, საქართველოში სულ რაღაც ორ წელიწადში მოაწყეს. რაზე მეტყველებს ეს? - ამ კითხვაზე, ყველაზე კარგი პასუხი, თეა წულუკიანის წლების წინანდელი განცხადებაა, ხალხის დაჭერას აქციაზე როგორ აფასებდა ოპოზიციონერი წულუკიანი. 

"ქართული ოცნება", რომელსაც რეიტინგების თვალა უყვარს, რუსეთს უსწრებს პოლიტპატიმრების რაოდენობით, თუმცა რაც არ უნდა კითხო, "ოცნების" დეპუტატს იმას გიპასუხებენ, რაც მათ აწყობთ.

დეტალები ნახეთ გუგა არჩვაძის სიუჟეტში

მსგავსი სიახლეები