დამალული დეკლარაციები - ვინ რა ქონებას ფლობს ივანიშვილის გუნდში საზოგადოებისთვის ისევ გასაიდუმლოებულია
დეკლარაციების გადამალვის ახალი სერია, თუ დროში გაწელილი შემოწმება?! - დეკლარაციები, უკვე მეორე თვეა, აგვისტოს შემდეგ აღარ ქვეყნდება, ანუ არ ვიცით, ვინ რა ქონებით მოვიდა, ან ვინ რა დააგროვა, რა ხარჯი ჰქონდა და რა შემოსავალი. "საერთაშორისო გამჭვირვალობაში" ფიქრობენ, რომ ანტიკორუფციული ბიურო ქონებრივ დეკლარაციებს მალავს, რათა "ოცნების" ჩინოვნიკებს და მათ ანგარიშზე არსებულ ქონებას გადაეფაროს.
რაჟდენ კუპრაშვილი "საერთაშორისო გამჭვირვალობას" სიცრუეში ადანაშაულებს. ანტიკორუფციული ბიუროს არგუმენტი საკანონმდებლო ცვლილებაა, რომლის მიხედვითაც დეკლარაციების შესამოწმებლად დრო აქვს, თუმცა კანონი რეალური გამართლება ვერ იქნება, რადგან მისი ამოქმედების შემდეგაც მთელი წლის განმავლობაში დეკლარაციები ყოველდღიურად ქვეყნდებოდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის - დეკლარაციები საჯარო სივრციდან რაჟდენ კუპრაშვილმა 6 თვით მანამდეც გააქრო. ვებგვერდი ტექნიკური ხარვეზის მოტივით გაითიშა და "ოცნების" მაღალჩინოსნების ქონების შემოწმება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ამიტომ ჩნდება კითხვა, ამჯერად რა მიზანი აქვს ახალი დეკლარაციების დამალვას?!