გახარიას პარტია პარლამენტში შედის - რა რეაქცია მოჰყვა ექსპრემიერის გადაწყვეტილებას
ერთწლიანი ბოიკოტი, გიორგი გახარიას პარტიამ, ერთი განცხადებით დაასრულა. პარლამენტში 12 დეპუტატი შედის, სია მზად არის, დეპუტატებიც ემზადებიან. გახარიას გუნდის ფიქრობს, რომ ახლა, როდესაც "ქართულ ოცნებას" უკანასკნელი ბრძოლა აქვს გამოცხადებული, ოლიგარქის წინააღმდეგ არ შეიძლება არ გამოიყენონ ყველა რესურსი რაც მათ გააჩნიათ.
ჩნდება კითხვა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გახარიას პარტიის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებამ საკონსტიტუციო სარჩელზე და არის თუ არა პარლამენტში შესვლა პარტიის გადარჩენის საფუძველი - წესით სარჩელის დოკუმენტი, დღეს, უნდა გასაჯაროებულიყო, თუმცა ივანიშვილის პარტიამ ისევ გადადო. ახლა საინტერესოა, მიუხედავად ამ პოლიტიკური სვლისა, მაინც იქნება თუ არა ექს-პრემიერის პარტია, გასაუქმებელი პარტიების სიაში. გახარიას პარტია, დღეს, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ბოიკოტის მომხრე ოპოზიციამ.