„გაიღვიძეთ საჯარო მოხელეებო!„ - პროტესტის ახალი ტალღა ქვეყანაში
„გაიღვიძეთ საჯარო მოხელეებო!„ - ამ სლოგანით ქვეყანაში პროტესტის ახალი ტალღა იწყება. ორგანიზატორები სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და ის მოქალაქეები არიან, ვინც ერთი წელია ქუჩაში დგას.
პირველი აქცია ამ წუთებში იუსტიციის სამინისტროსთან იმართება, სადაც შერკებილებმა პატიმრების თეთრი ძაფით შეკერილი საქმეებიც მიიტანეს.
აქციის მონაწილეებს ხელში საპროტესტო ბანერები უკავიათ, მიმდინარეობს სიტყვით გამოსვლებიც.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად დავიწყეთ ახალი კამპანია, რომლის მიზანიც არის საჯარო მოხელეების გამორვიძება და მათი მოქმედებისკენ მოწოდება. ჩვენ მათ ვახსენებთ საჯარო მოხელის ფიცს და იმას, რომ ისინი კეთილსინდისიერად უნდა ემსახურონ ხალხს და არ შეეგუონ იმ უსამართლობას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, იმ რეპრესიებს, უსამართლოდ დაკავებულ ადამიანებს - ამბობს აქციის ორგანიზატორი.
აქციის კიდევ ერთი ორგანიზატორის თქმით, საჯარო უწყებებში ისინი მიიტანენ სინდისის პატიმრების საქმეებს, რომლებიც ცხადყოფს, რატომ არიან ღნიშნული პირები უდანაშაულოები.
ვაპირებთ, რომ მოვიაროთ ყველა საჯარო დაწესებულება და ჩავაბაროთ რეჟიმის პატიმრების ისტორიები, მათი სისხლის სამართლის ისტორიები, სადაც ძალიან კარგად ჩანს, თუ რატომ არიან ეს ადამინები უდანაშაულოები და რატომ არიან ისინი რეალურად რეჟიმის პატიმრები. ეს ისტორიები უნდა მივიტანოთ თითოეულ მათგნამდე, რადგან მნიშვნელოვანია, საჯარო სექტორს ესმოდეს ხალხის და აცნობიერებდეს მის პასუხისმგებლობას, - ამბობს ააქციის კიდევ ერთი ორგანიზატორი.