გამორიცხულია, რომ სააკაშვილი საპატიმროდან ვადაზე ადრე გამოვიდეს - ირაკლი ღარიბაშვილი
მიხეილ სააკაშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება ან უკრაინული მხარისთვის გადაცემა გამორიცხულია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელოში,ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის მტკიცებით, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი ციხეში იქნება.
მთავარი დამნაშავე ციხეშია, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში. შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას თითქოს, 6 წელი არ იჯდება, აპირებენ უკრაინაში გადაცემას და ა.შ. ეს ორივე არის გამორიცხული. გამორიცხულია, რომ სააკაშვილი საპატიმროდან ვადაზე ადრე გამოვიდეს. მინიმუმ 6 წელი იჯდება ის საპატიმროში, ასევე გამორიცხულია, ამაზე სერიოზული კომენტარიც არ შეიძლება გავაკეთო, ხომ არ იგეგმება მისი გადაცემა უკრაინაში. ეს არის სრული აბსურდი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.