"ოცნების" წევრი აანონსებს, რომ ღარიბაშვილ/ლილუაშვილ/ფარცხალაძის საქმეებზე ბრალის წარდგენა მოხდება
"ვის რა მუხლით წაუყენებენ ბრალს, ბრიფინგზე გაიგებთ" - "ქართული ოცნების" საპარალამენტო ჯგუფის ლიდერი, ირაკლი კირცხალია აანონსებს, რომ ირაკალი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის და ოთარ ფარცხალაძის საქმეებზე ბრალის წარდგენა მოხდება. თავად დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ინფორმაციას საზოგადოებას შესაბამისი უწყებები ბრიფინგიდან მიაწვდიან.
რა იცით თქვენ რა გალღვა ან რა გაიყინა? რა პროცესები წარიმართება, ამას შესაბამისი საგამოძიებო სამსახურები, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე აუცილებლად ჩაგვაყენებენ საქმის კურსში. ვსი წარედგინება ბრალი, რა მუხლით წარედგინება მუხლი, ამას აუცილებლად შეგვატყობინებენ. ბრიფინგს ნახავთ და შეხედავთ, ვის რა მუხლით წარედგინება ბრალი", - ამბობს ირკალი კირცხალია.
ის, რომ საგამოძიებო უწყებები მალე გაავრცელებენ განცხადებას ღარიბაშვილ/ლილუაშვილ/ფარცხალაძის საქმეებზე ამას კირცხალიას გარდა ადასტურებს კიდევ ერთი "ოცნების" წევრი, ლევან მაჭავარიანიც.
დაველოდოთ გამოძიებას და მე არამგონია დიდი ხანი გაგრძელდეს და მგონია, რომ ყველაფერზე პასუხები ძალიან მალე იქნება"- ამბობს მაჭავარიანი.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილის, გრიგოლ ლილუაშვილის, ოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.
სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.
როგორც ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა ასევე სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ძმები პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლებში.
მისივე თქმით, ამოღებულია:
- 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი
- 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი
- ძვირადღირებული ნახატები
- დოკუმენტაცია - რამდენიმე ათას ფურცლად
- 119 ელექტრომოწყობილობა.
სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.