პარტიების აკრძალვის გეგმა - სად არის სარჩელი და რას ამბობს კობახიძე გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალზე

21.10.25 15:05
პარტიების აკრძალვის გეგმა - სად არის სარჩელი და რას ამბობს კობახიძე გიორგი გახარიას პოლიტიკურ მომავალზე

 

 

"საბოლოო ჯამში, ერთი წელი იწვალეს და ბოლოს აღიარეს არჩევნებიც და, შესაბამისად, პარლამენტის ლეგიტიმაციაც"- ასე აფასებს ირაკლი კობახიძე გახარია საქართველოსთვის გადაწტვეტილებას. 

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ექს-პრემიერის გადაწყვეტილება მეტყველებს "ევროპულ ბიუროკრატიაში და ზოგადად „დიფ სთეითში“ არსებულ პრობლემებზე, ხან ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, ხან ისეთს". 

მთავარი ის არის, რომ ამით ვერანაირად ვერ ცვლიან ოპოზიციის სასარგებლოდ ვითარებას. ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს, ვერც ვერაფერს შემატებს. აქამდე მიიყვანა საბოლოო ჯამში პატრონების კარნახმა ეს პოლიტიკური პარტიები“, - თქვა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. მას დღეს გადაჭრით არ უთქვამს რას გეგმავს პარტია გიორგი გახარიასთან მიმართებით. 

  • გუშინ, 20 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და ამასთანავე თვითმმართველობის ორგანოებშიც იწყებს მუშაობას.

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრს პოლიტიკოსების და პარტიების საქმიანობის აკრძალვის შესახებ ჰკითხეს. 

კობახიძე ამბობს, რომ პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს კვირის ბოლომდე შეიტანენ. ის ამბობს, რომ სიაში 10-მდე პარტია იქნება. 

 „ნუ, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. არ გავუსწრებ მოვლენებს, ვიდრე არ გამოქვეყნდება სარჩელი. გამოქვეყნდება სარჩელი და იქ გაიგებთ დაზუსტებით, რომელი პარტია შევა ამ სარჩელში. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კვირის ბოლომდე შევა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. 
ტექნიკური სამუშაოა, იმდენი აქვთ დარღვეული, რომ სამუშაოა ბევრი, შესაბამისად, საწერიც არის ბევრი, ამიტომ რამდენიმე დღე ავიღეთ იმისთვის, რომ ბოლომდე მივიყვანოთ სარჩელის წერის პროცესი. ჩვენ ვფიქრობთ 10-მდე პარტიაზე, კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება სარჩელი, სია და იქ გაიგებთ ყველაფერს“ - აცხადებს „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ 

მსგავსი სიახლეები