შეიძლება, ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ყოველდღე ვძლიერდები - სააკაშვილის წერილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მიმართავს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის ყოველდღიურად ფიზიკურად სუსტდება, მორალურად ძლიერდება.
დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი, მათთვის დამეყვირა - "მიყვარხართ" და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია. დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ, საქართველო! შეიძლება, ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები", - წერს მიხეილ სააკაშვილი.