დასანქცირებული მარიამ ლაშხი ესტონეთსა და ლიეტუვას სტრასბურგის სასამართლოში უჩივლებს
„ქართული ოცნების“ დეპუტატები უკვე დაწესებულ სანქციების გასაჩივრებას სტრასბურგის სასამართლოში გეგმავენ.
პირველი, ვინც შესაბამისი სარჩელის შეტანას გეგმავს, მარიამ ლაშხია. ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მის მიმართ დაწესებული ესტონეთისა და ლიეტუვის სანქციების გამო ამ ქვეყნებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში უჩივლებს.
მე პირადად ვარ დასანქირებული ესტონეთის და ლიეტუვის მთავრობის მხრიდან. ჩემს პირად საქმეებს რომ გადახედოთ, თუნდაც ესტონეთთან და თუნდაც ლიეტუვასთან, ხელშეწყობის და მეგობრობის განვითარების გარდა, სხვა არაფერი გამიკეთებია. მიზეზი როდესაც მოვიკითხე, მიზეზი ვერ გავიგე. მე ახლა უბრალოდ ვერ მოვიცალე ამისთვის, მაგრამ მინდა, რომ გავასაჩივრო ეს გადაწყვეტილება. სტრასბურგია შემდეგ ინსტანცია, მე იურისტთან გავისაუბრებ... დასანქცირებული რუსი პოლიტიკოსი თუ რუსი ოლიგარქი, ვინც არის, აბსოლუტურად არაფერი საერთო არ მაქვს, - ამბობს მარიამ ლაშხი.
ცნობისთვის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე რამდენიმე აქტივისტი დააჯარიმეს და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.
ლიეტუვამ დაასანქცირა:
- ნინო გალუსტაშვილი – მოსამართლე
- ჯვება ნაჭყებია – მოსამართლე
- ირაკლი შვანგირაძე – მოსამართლე
- მარი მეშველიანი – პროკურორი
- ნათია თათიაშვილი – პროკურორი
- სულხან თამაზაშვილი – „ქართული ოცნების“ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი
- მარიამ ლაშხი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი
- ნინო წილოსანი- „ქართული ოცნების“ დეპუტატი
- რაჟდენ კუპრაშვილი – ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
- ვიქტორ მეტრეველი – მოსამართლე