"ფორმულას" თანამშრომელი, ცირა ჟვანია დააკავეს

21.10.25 16:55
"ფორმულას" თანამშრომელი, ცირა ჟვანია დააკავეს

პოლიციამ "ფორმულას" კიდევ ერთი თანამშრომელი დააკავა - ცირა ჟვანია, რომელიც ტელეკომპანიის სოციალური მედიის განყოფილებაში მუშაობს, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის საბაბით აიყვანეს.

აქტივისტს პოლიცია საცხოვრებელ სახლთან დახვდა. 

განახლება: ჟურნალისტების დაკავებაზე "ფორმულამ" საგანგებო განცხადება გაავრცელა. 

ტელეკომპანიის შეფასებით, "რეჟიმი იყენებს მის მიერ კანონად გამოცხადებულ რეპრესიულ წესებს, რომ დევნოს ჟურნალისტები და მწირი რესურსების პირობებში, პრობლემები შეუქმნას დამოუკიდებელი მედიის ფუქნციონირებას".

„ფორმულას“ ჟურნალისტების დევნა გრძელდება. დღეს, 21 ოქტომბერს, რეჟიმის პოლიციამ, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავა "ფორმულას" სოციალური მედიის ჟურნალისტი, ცირა ჟვანია.

6 და 5 დღით ციხეში უკვე ჩასვეს "ფორმულას" წამყვანები ვახო სანაია და ქეთა ციციქიშვილი. რეჟიმი იყენებს მის მიერ კანონად გამოცხადებულ რეპრესიულ წესებს, რომ დევნოს ჟურნალისტები და მწირი რესურსების პირობებში, პრობლემები შეუქმნას დამოუკიდებელი მედიის ფუქნციონირებას.

მისი თანამშრომლების დაკავებას „ფორმულა“ განიხილავს მიზანმიმართულ ზეწოლად, რომლის მიზანი თავისუფალი აზრის ჩახშობაა.

  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროტესტის შემზღუდავი კანონის აღსრულება 19 ოქტომბერს დაიწყო. შესაბამისად მოქალაქეებს გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვის საბაბით აკავებენ.
  • დაკავებულების ნაწილს რამდენიმედღიანი პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის, მედიის წარმომადგენლებიც არიან. "ფორმულას" ჟურნალისტს, ქეთა ციცქიშვილს მოსამართლემ 5 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა,  ვახო სანაია 6 დღით გაუშვეს ცუხეში. 
  • დღეს დილით დააკავეს, აქტივისტი კონსტანტინე (კოკო) მიქაია. ასევე ხელბორკილები დაადეს მის მამას, კახა მიქაიას. 
  • დადასტურდა ინფორმაცია, რომ გეკა გელაძის უწყებამ დააკავა მწერალი, ბექა ქურხული. 

მსგავსი სიახლეები