უღალატეს თუ არა გუნდს ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა? - პაატა სალიას კომენტარი

21.10.25 17:05
უღალატეს თუ არა გუნდს ღარიბაშვილმა და ლილუაშვილმა? - პაატა სალიას კომენტარი

უღალატეს თუ არა გუნდს ირაკლი ღარიბაშვილმა და გრიგოლ ლილუაშვილმა - ეს კითხვა დღეს ""პირველებმა" ოცნების" მარალჩინოსნებს, მათ შორის იუსტიციის მინისტრს პაატა სალიას დაუსვა.

სალია ამბობს, რომ ღალატის შესახებ "გამოძიების შედეგების შემდგომ შეიძლება საუბარი". 

"ოცნების" მინისტრმა დღეს "ტვ პირველს" უთხრა, რომ ოქროს ზოდების, ძვირფასეულობის და მილიონების ნახვა, ის რაც ყოფილი მაღალჩინოსნებსი სახლებსი ჩხრეკისას იქნა ამოღებული, სასიამოვნო სანახავი არ ყოფილა. 

რაც შეეხება კითხვას, არსებობს, თუ არა ღარიბაშვილ/ლილუაშვილის მიმავლის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, სალიამ თქვა, რომ ამას გამოძიება გადაწყვეტს. 

არანაირი დაბნეულობა არ არის, გამოძიების შედეგების შესაბამისად გავაკეთებთ უკვე კომენტარებს. ჯერ ერთი კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის გამოძიების ნაწილი, ეს კადრები რაც ვნახე, რა თქმა უნდა, სასიამოვნო სანახავი ნამდვილად არ იყო. 

გამოძიება გადაწყვეტს, რამდენად არის საფრთხე მიმალვის, რამდენად არის მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების საკითხი", - აცხადებს სალია. 

დღეს "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებში ჩატარებულ ჩხრეკაზე "პირველებმა" კითხვა ეკონომიკსი მინისტრსაც დაუსვა, თუმცა ლაშა ხუციშვილმა არცერთ კითხვას არ უპასუხა. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირაკლი ღარიბაშვილისგრიგოლ ლილუაშვილისოთარ ფარცხალაძისა და მათთან დაკავშირებული პირების სახლში ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 17 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა 24 ბინასა და საცხოვრებელ სახლში.

სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში, დედოფლისწყაროში, ჩოხატაურში, ვანსა და ბორჯომში.

როგორც ემზარ გაგნიძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩხრეკა ჩატარდა ასევე სანდრო ლილუაშვილის, მიხეილ ჩოხელისძმები პარკაულების, რომეო მიქაუტაძის (ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც კორუფციის გამო ივნისში დააკავეს) და მათთან დაახლოებული პირების სახლებში. 

მისივე თქმით, ამოღებულია: 

  • 7 მლნ 2 200 აშშ დოლარი და 136 ათასი ლარი
  • 198 ერთეული ძვირფასი ნაკეთობა და საათი
  • ძვირადღირებული ნახატები
  • დოკუმენტაცია - რამდენიმე ათას ფურცლად
  • 119 ელექტრომოწყობილობა.

სუს-ი ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად ამოიღეს ასევე 50-მდე მობილური ტელეფონი.

მსგავსი სიახლეები