შსს: ბოლო 2 დღეში დაკავებულია 14 პირი

21.10.25 17:19
შსს: ბოლო 2 დღეში დაკავებულია 14 პირი

"ბოლო 2 დღეში გზის გადაკეტვისა და სახის დაფარვისთვის დაკავებულია 14 პირი"- ამის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა. 

მისი თქმით,  დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის.

"ბოლო 2 დღის განმავლობაში შეკრება-მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 14 პირი დააკავეს.

დაკავებულთაგან ერთ-ერთი გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში, სადაც იძულებით მკურნალობას გაივლის, თავს ვიკავებთ აღნიშნული პირის ინიციალების გაჟღერებისგან", - თქვა ვაჟა სირაძემ.

მისი თქმით, ბოლო 3 დღის განმავლობაში აქციის მონაწილეების მხირდან "კანონდარღვევის 53 ფაქტი გამოავლინეს - აქედან 42 სამართალდამრღვევია, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია". 

"შსს-ს მიერ აქციის მონაწილეების მხრიდან ბოლო 3 დღის გამოვლენილ იქნა კანონდარღვევის 53 ფაქტი, აქედან სამართალდამრღვევია 42 პირი, რომელთაგან ნაწილი უკვე დაკავებულია, ხოლო დანარჩენი პირების მიმართ მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმის წარმოება და უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქმეების სასამართლოში ადმინისტრაციული წესით განხილვა", - თქვა ვაჟა სირაძემ. 

მსგავსი სიახლეები