რა ეტაპზეა გლდანის ციხის უფროსის ბურუსით მოცული სიკვდილის გამოძიება - მინისტრს პასუხი არ აქვს

21.10.25 18:04
რა ეტაპზეა გლდანის ციხის უფროსის ბურუსით მოცული სიკვდილის გამოძიება - მინისტრს პასუხი არ აქვს

გლდანის ციხის უფროსის საეჭვო სიკვდილი და პასუხგაუცემელი კითხვები - თუ დავით გოგიბერაშვილმა თავი მოიკლა, როგორც ამას გამოძიება ამტკიცებს, რა გახდა სუიციდის მიზეზი და უკავშირდება თუ არა ეს ამბავი გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმის საქმე? -   კითხვები "პირველებმა" პაატა სალიას დაუსვა.  

იუსტიციის მინისტრს პასუხები ისევ არ აქვს.  ერთადერთი, რაც მან თქვა - ახლა იმას ადგენენ, გლდანის ციხეში ბაჩიაშვილზე თავდასხმის დროს კამერები წინასწარ გათიშეს თუ მასალები წაშალეს.

მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში და პერიოდში ვერ გაგიმხლეთ იმ ინფორმაციას, რომელიც სენსიტიუერია. საზოგადოებამ მიიღო გარკვეულ გამოძიებასთან დაკავშირებით უკვე  პასუხები. ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება.

თქვენ ნახეთ გამოძიების შედეგები და იქ აშკარად ჩანს, რომ გარკვეულ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და მათ შორის მონაწილეობდა, სამწუხაროდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი. შესაბამისად, ჩვენი ვარაუდი, თავიდანვე, როდესაც გენერალური ინსპექციის მიერ ვაწარმოებდით გამოძიებას, იყო, რომ შეიძლება გარკვეულ შეთქმულებას ჰქონოდა ადგილი. 

კადრები არ არის შენახული. მიმდინარეობს იმის გამოკვლევა ექსპერტიზით და ამას დიდი დრო სჭირდება, წაიშალა, თუ თავიდანვე არ იყო ჩაწერილი. ამასაც გარკვეულ ეტაპზე გაცნობებთ", - აცხადებს სალია. 

ცნობისთვის, N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელი დავით გოგობერიშვილი, რომელმაც თანამდებობა  "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის ფაქტის გახმაურების შემდეგ დატოვა, გარდაცვლილი 8 ოქტომბერს იპოვეს.

მისი ცხედარი, თბილისში, წყატუბოს ქუჩაზე, გლდანის ციხის ყოფილი უფროსის კუთვნილ ავტოფარეხში ნახეს. 

 

მსგავსი სიახლეები