ნერვების ომი "ოცნებაში" - რას უპირებენ ღარიბაშვილს და ლილუაშვილს?
ბიძინა ივანიშვილის პრემიერის, ირაკლი კობახიძის პოზიცია ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ამ ეტაპზე გაურკვეველია. ხმაურიანი ჩხრეკების შემდეგ, რომლებიც ღარიბაშვილის, ლილუაშვილისა და ფარცხალაძის სახლებში ჩატარდა, კობახიძე პირველად გამოჩნდა საჯაროდ, თუმცა, განსხვავებით წარსულისგან, ამჯერად საიდუმლოებას ინარჩუნებს.
პირველ ეტაპზე კობახიძემ თავად წაახალისა გამოძიების დაწყება და ყოფილი თანაგუნდელები დაადანაშაულა ხან ფულის გაფლანგვაში, ხანაც ოპოზიციასთან თანამშრომლობაში, მაგრამ გამოძიების დაწყების შემდეგ მან სრული სიჩუმე აირჩია.
ივანიშვილის გუნდში ამ დროისთვისაც არ იციან, რა ბედი ეწევა ღარიბაშვილ-ლილუაშვილი-ფარცხალაძის ტრიოს. ისინი, ვინც მინისტრებად უკვე ღარიბაშვილის დროს მუშაობდნენ და წესით ყველაზე კარგად იცნობენ მის ფინანსურ საქმიანობას, დღეს საჯარო კომენტარებს განზრახ არ აკეთებენ.
მთავრობაში კი ახალი ფრთა, ის ჩინოვნიკები, რომლებიც კობახიძის პერიოდში დაწინაურდნენ, ბევრად უფრო თამამად საუბრობენ და გამოძიების შედეგებს ელიან, რათა გაირკვეს, მართლაც უღალატეს თუ არა ყოფილმა ლიდერებმა მმართველ გუნდს.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავს რეპორტაჟში.