ოპოზიციის გაქრობის გეგმა - მოხვდება თუ არა შავ სიაში გახარიას გუნდი?
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ათამდე ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით სარჩელი კვირის ბოლომდე საკონსტიტუციო სასამართლოში შევა. კობახიძის თქმით, დოკუმენტი „სქელტანიანია“ და ასაკრძალი პოლიტიკოსების გრძელი სია მოიცავს. ის არ მალავს, რომ „საწერი ბევრი აქვს“, რითაც მიანიშნებს, რომ სამიზნე სია საკმაოდ ფართოა.
პირველად სარჩელის შეტანა ორშაბათისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა პროცესი გადაიდო მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამან გააჩინა კითხვა, მოხვდნენ თუ არა ყოფილი პრემიერი და მისი გუნდის წევრები მოსალოდნელ სიაში.
კობახიძეს ამაზე პასუხი არ გაუცია, თუმცა არაერთხელ უთქვამს, რომ გახარიას პარტიის გამორიცხვა არ განიხილება. თავის მხრივ, გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლა საკუთარი ინტერესების დასაცავად კი არა, პოლიტიკური პროცესის გაგრძელების მიზნით გადაწყვიტეს და ამ ნაბიჯს სარჩელთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.