ყაველაშვილი თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
მიხეილ ყაველაშვილი, თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რაშიდ მერედოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ყაველაშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს.
ყაველაშვილის თქმით, იგეგმება თურქმენეთთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება.
„ჩვენ მზად ვართ გავაღრმაოთ ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით და ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების პოტენციალის უკეთ ათვისებასა და ჩვენი ქვეყნებისთვის მეტი კეთილდღეობის შექმნაში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს სამართლიანი და მშვიდობიანი მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებას“,- თქვა ყაველაშვილმა