სანქციებით შეწუხებული „მეოცნებეები“ სტრასბურგში ჩივიან - მარიამ ლაშხი ესტონეთსა და ლიეტუვას უჩივის
"ოცნების" დეპუტატი მარიამ ლაშხი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. მისი თქმით, სტრასბურგში გაასაჩივრებს ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ მის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რადგან მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა.
ლაშხი, რომელიც არაერთხელ გამოთქვამდა ეჭვებს მსოფლიო პოლიტიკისა და „მასონური გავლენების“ შესახებ, აცხადებს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად „ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს“, რათა სანქციები გაუქმდეს.
პარადოქსულად, იგივე გუნდი, რომლის წარმომადგენელიც ლაშხია, ბოლო თვეებში ამტკიცებდა, რომ სანქციები მათთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და „ქვეყნის სიყვარულისთვის დასანქცირება პატივია“. ახლა კი „ქართული ოცნების“ არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის მაღალჩინოსნები, პროკურორები, მოსამართლეები და ძალოვანი უწყებების თანამშრომლები, მზადებას იწყებენ სტრასბურგში სარჩელების შესატანად.
საკითხზე ოპოზიცია და ანალიტიკოსები უკვე სვამენ კითხვას:
თუ სანქციები ნამდვილად არ მუშაობს და გავლენას არ ახდენს, რატომ ცდილობს მმართველი პარტია მათ სასამართლო გზით გაუქმებას?
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.