4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა იყო სუს-ის სპეცოპერაცია, დაგეგმილი არჩევნების წინააღმდეგ - კახა კუკავა

21.10.25 23:25
4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა იყო სუს-ის სპეცოპერაცია, დაგეგმილი არჩევნების წინააღმდეგ - კახა კუკავა

 4 ოქტომბერს, სამართლებრივი თვალსაზრისით არანაირი გადატრიალების მცდელობა ჩვენ არ გვინახავს, ეს იყო სუს-ის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე დაგეგმა უშიშროებამ, - ამის შესახებ "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა, კახა კუკავამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო თავიდან ბოლომდე პროპაგანდისტული სცენარი “ქართული ოცნების“ პიარ მანქანის დაგეგმილი, რათა ეთქვათ, რომ  “ნაცებსა და შეთქმულებაზე ლაპარაკი ჰაერიდან მოტანილი არ იყო“.

კუკავას განცხადებით, სწორედ ამ სცენარით გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნება“ ჩამოშლას.

4 ოქტომბერს, სამართლებრივი თვალსაზრისით, არანაირი გადატრიალების მცდელობა ჩვენ არ გვინახავს, ეს იყო სუს-ის მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე დაგეგმა უშიშროებამ. ის ადამიანები კი, ვინც არიან დაკავებულები, ყველაზე რბილი რაც შეიძლება ამ ხალხს უწოდო, არიან ბრიყვები. გადატრიალების მცდელობა არის, როცა რაღაცას ცდილობდა არ გამოგივა და რა არ გამოუვიდა ამ ხალხს. ეს დღე ხელისუფლების მიერ იყო დაგეგმილი, უნდა მისულიყვნენ, კამერებს გადაეღო, რომ ღობეს ვიღაც ეჯაჯგურა, რათა ლეგიტიმაცია მოეპოვებინა “ქართულ ოცნებას“, რომ, აი, ჩვენ რომ ვლაპარაკობთ ნაცებსა და შეთქმულებაზე, ჰაერიდან მოტანილი კი არაა, აი, ეს მოხდა. ღობე რომ გადანგრეულიყო და ზოდელავა შესულიყო იმ შენობაში, დაემხობოდა მთავრობა? ეს იყო თავიდან ბოლომდე პროპაგანდისტული სცენარი “ქართული ოცნების“ პიარ მანქანის დაგეგმილი. 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა იყო სუს-ის სპეცოპერაცია დაგეგმილი არჩევნების წინააღმდეგ. ივანიშვილს შარშან ჰქონდა 14 % -ით წაგებული თბილისი, გაყალბებული შედეგებითაც. ერთადერთი შანსი, რაც თავში მოხარშა, რომ როგორ შეიძლება ჩვენ გადავრჩეთ წაგებას, რადგან თბილისის წაგება ამ რეჟიმის ჩამოშლას ნიშნავდა, მოიფიქრეს ასე, ნახევარი ოპოზიცია არჩევნებზე, ნახევარი კი ბოიკოტის რეჟიმში თუ რაღაც,- განაცხადა კუკავამ.

მსგავსი სიახლეები