"ოცნებას" ჯერ სანქციების ეფექტი არ უგრძვნია, ამიტომ ამბობენ, რომ არ ადარდებთ, მაგრამ იგრძნობენ" - ევროპარლამენტარი
"პირველების" ინტერვიუ ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვასთან - ევროპელი პოლიტიკოსი "ტვ პირველს' ეუბნება, რომ ივანიშვილის გუნდისთვის ტარგეტირებული სავიზო და ფინანსური სანქციები უკვე გზაშია და ბრიუსელი მას მალე აამოქმედებს.
ევროპარლამენტარის თქმით, სასანქციო სიაში უნდა მოხვდეს ყველა, ვინც "ოცნების" რეჟიმის მხარდამჭერია.
მარკეთა გრეგოროვას თქმით, "ოცნება" სანქციებს მალე იგრძნობს - "მათ ჯერ სანქციების ეფექტი არ უგრძვნიათ, ამიტომ იტყვიან, რომ არ ადარდებთ, მაგრამ ერთ დღესაც ისინი იგრძნობენ და იტყვიან რომ ადარდებთ, როცა გადასაწყვეტი ექნებათ რა უქნან ევროპულ აქტივებს".
ტარგეტირებული სავიზო სანქციები ინდივიდებისთვის და იდეალურ შემთხვევაში ტარგეტირებული ფინანსური სანქციები უკვე განხორციელების გზაზეა და მე ძალიან მოხარული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებულია. ვფიქრობ, რომ იდეალური იქნება თუ სანქციები და სია ძალიან ტარგეტირებული იქნება. ამ სიაში უნდა განიხილებოდეს ყველა, ვინც მხარს უჭერს რეჟიმს. "ქართულმა ოცნებამ" მხარე უკვე აირჩია. ისინი არ ფიქრობენ, რომ გლობალურ პოლიტიკაში ევროკავშირი გამარჯვებული მხარე იქნება. ალბათ ფიქრობენ, რომ რუსეთი იქნება. ლოგიკურად ისინი ცდილობენ მხარი გამარჯვებულს დაუჭირონ, გამარჯვებულს რომელიც აგრძელებს საქართველოს ოკუპაციას. თუ ქართულ ოცნებას სანქციები არ ადარდებს, ეს იმას არ იშნავს რომ ევროკავშირი უნდა გაჩუმდეს და სანქცები არ უნდა დააწესოს. მათ ჯერ სანქციების ეფექტი არ უგრძვნიათ, ამიტომ იტყვიან, რომ არ ადარდებთ, მაგრამ ერთ დღესაც ისინი იგრძნობენ და იტყვიან რომ ადარდებთ, როცა გადასაწყვეტი ექნებათ რა უქნან ევროპულ აქტივებს", - აცხადებს მარკეტა გრეგოროვა.