ირაკლი ნადირაძის წერილი ციხიდან
ირაკლი ნადირაძის წერილი ციხიდან - ენმ-ს დაკავებული ლიდერი ბრძოლის მეთოდებზე გრამატიკულ ბრუნვებში საუბრობს.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ბრუნვა ქართულ გრამატიკაში "მოქმედებითია", რადგან სწორედ მოოქმედება და ერთობით ბევრი ბრძოლაა საბოლოო გამარჯვების ფორმულა.
ჩვენი ბრძოლა გრამატიკულ ბრუნვებში
ბევრს უნდა ბრძოლა იყოს მისი სახელობითი, ზოგს კი სურს იყოს მოთხრობითიმ ბევრი თაობის ოპოზიციის ნახევარი მიცემითშია, რადგან რეჟიმთან ყოფნას არჩევს ნათესაობითს. ზოგიც ვერ ხვდება რა მძიმეა ვითარებითი კომენტატორობს, არჩევს პოზას წოდებითისას და იმის ნაცვლად, რომ იბრძოლოს ყველა ბრუნვაში ის სხვას უყურებს და კვლავ სჯერა რუსთა მითისა.
ალბათ გგონიათ, რომ გამომრჩა მე ერთი ბრუნვა როგორც ყოველთვის, გამოჩნდება ბევრი „ბეჯითი“ ის რაც გვაკლია, რაც გვჭირდება - ეს ერთობაა და ბევრი ბრძოლა მოქმედებითი, მოქმედებითი"- წერს ირაკლი ნადირაძე.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ხუთი წევრი დააკავეს:
- პაატა ბურჭულაძე,
- მურთაზ ზოდელავა,
- პაატა მანჯგალაძე,
- ირაკლი ნადირაძე
- ლაშა ბერიძე.