თუ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდება, უფრო მეტი ქვეყანა დააწესებს სანქციებს - "პირველების" ინტერვიუ ევროპარლამენტართან

22.10.25 12:00
თუ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდება, უფრო მეტი ქვეყანა დააწესებს სანქციებს - "პირველების" ინტერვიუ ევროპარლამენტართან

 

 

ჩეხი ევროდეპუტატი, მარკეტა გრეგოროვა "პირველბთან" აანონსებს, რომ თუ საქართველოში მდგომარეობის გაუარდება, ევროკავშირის უფრო მეტი ქვეყანა დააწესებს სანქციებს.

"პირველებისთის" მიცემულ ინტერვიუში, ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ამჟამად, ძალისხმევა მიმართულია უვიზო რეჟიმის დონეზე, თუმცა შესაძლოა "ოცნების" და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ფინანსური სანქციებიც აამოქმედოს ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. 

ინდივიდუალურად ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა მიიღეს სანქციების დაწესების გადაწყვეტილება. პირადად მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ქვეყანა დააწესებს სანქციებს თუ საქართველოში მდგომარეობის გაუარესება მოხდება და მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად მოხდება. ამის შემდეგ, უფრო მეტი სახელმწიფო შეუერთდება სანქციებს. მაგალითად ბალტიის ქვეყნები ფინანსურ სანქციებსაც დაააწესებენ. მაგრამ ამ ეტაპისთვის ვერ ვხედავ, რომ საბჭოს დონეზე მოხდეს კოორდინირებული სანქციების დაწესება და ეს დარწმუნებული ვარ კაია კალასისგანაც მოისმინეთ. ამჟამად, ძალისხმევა მიმართულია უვიზო რეჟიმის დონეზე. მაგრამ, რადგან მას აქვს მსგავსი ტიპის ძალისხმევა, შესაძლოა შეძლოს უფრო მეტი ადამიანის დარწმუნებაა~, რომ სანქციები ფინანსურ დონეზეც დაწესდეს", - ამბობს მარკეტა გრეგოროვა