არ მინდა ოცნება ჩამოიშალოს, არ მინდა პრაქტიკა, ერთის გამარჯვებით მეორე რომ ქრება - ხოშტარია
კოალიციურ მთავრობაში ყოფნის გადაწყვეტილება "დროას" ლიდერმა 30 წამში მიიღო. ამის შესახებ ელენე ხოშტარიამ ტვ პირველის გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა.
,,მე პირადად ეს გადაწყვეტილება მივიღე 30 წამში"- ამბობს ის. მისივე თქმით, ოპოზიციური ერთობისთვის ყველაზე მთავარი და გადამწყვეტი, პარტია ,,ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილება იყო:
რაც ბატონმა მამუკამ თქვა ამ გეგმაზე თანხმობა. მე ამ ამბავს არც განვიხილავდი, თუ ეს არ იქნებოდა გენერალური ბრძოლა, მერე ეს შევათანხმე ჩემს გუნდთან და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. მახარებს, რომ ამ წერტილამდე მივედით და დღეს ყველა ერთად ვდგავართ და ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ერთად დგომით მივიდეთ ამ ყველაფრამდე, ამის დადგმა შეუძლებელია და თუ არ გაქვს ერთი მიზანი და ერთი ხედვა რაღაცაში ბრძოლა არის შეუძლებელი მაშინ', - განაცხადა ხოშტარიამ.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი იქვე ამბობს, რომ არ სურს "ქართული ოცნება" ჩამოიშალოს:
მე არ მინდა, რომ ქართული ოცნება ჩამოიშალოს. იმიტომ კი არა, რომ მჯერა, თითქოს მათ რაიმე ღერძი გააჩნიათ იდეოლოგიური. უბრალოდ არ მინდა პრაქტიკა, რომ ერთის გამარჯვების შემთხვევაში მეორე ქრება. ესეც მინდა დამთავრდეს და მინდა ჩვეულებრივი ამბავი გახდეს ერთის მოგება და მეორის ოპოზიციაში გადასვლა და მერე პირიქით, ესაა დასამკვიდრებელი- თქვა მან.