ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს ამომრჩევლის მცირე ნაწილი, რომელსაც მე უფრო ვეზიზღები, ვიდრე ივანიშვილი - მელია

21.10.21 22:30
ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს ამომრჩევლის მცირე ნაწილი, რომელსაც მე უფრო ვეზიზღები, ვიდრე ივანიშვილი - მელია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია "რეაქციაში" ამბობს, რომ ენმ-საც ჰყავს მხარდამჭერთა მცირე ნაწილი, რომლებსაც ის "ეზიზღებათ". 

მეამაყება, რომ ვარ პარტია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე და დღე არ გავა, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა არ გამაკრიტიკონ. ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს თავისი ამომრჩეველი,  გულახდილად გეტყვით,  ენმ-ს რაღაცა მცირე ნაწილი ჰყავს, რომელსაც უფრო მეტად ვეზიზღები, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი, არიან ასეთი ამომრჩევლებიც, მაგრამ ჩვენ ამ კოალიციურ გუნდს, მე პირადად, ვუყურებ, როგორც საწინდარს უდიდესი წარმატებისა მომავალში"- თქვა მელიამ. 

მსგავსი სიახლეები