თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი იმართება - ღონისძიებას აზერბაიჯანის და სომხეთის პრემიერები ეწსრებიან
თბილისში დილიდან იმყოფებიან სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები, რომლებიც მონაწილეობენ აბრეშუმის გზის ფორუმში, მასპინძელი კი საქართველოა. ღონისძიება ირაკლი კობახიძემ გახსნა, რომელმაც რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჩვენ გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები როგორც ევროკავშირთან, ისე ჩინეთთან, დიდ ბრიტანეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ჩვენ ვახორციელებთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ვაშენებთ ახალ პორტებს, ვახდენთ რკინიგზის მოდერნიზებას, ვქმნით ციფრულ და ენერგეტიკულ მაგისტრალებს, როგორიცაა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც რეგიონის განახლებად ენერგიას ევროპის ბაზართან დააკავშირებს.
დღეს კავშირები ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ფიზიკური ინფრასტრუქტურა. შუა დერეფანი აღარ არის მხოლოდ კონეფცია, ის იქცა რეალობას, რომლის განვითარებასაც ჩვენ ყოველდღიურად ვუწყობთ ხელს, - თქვა სიტყვით გამოსვლისას "ოცნების" პრემიერმა.
ეს ფორუმი პირველი დიდი საერთაშორისო შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ერევანსა და ბაქოს შორის მრავალწლიანი კონფლიქტი დასრულდა და დაიწყო ტრამპის მარშრუტის ამოქმედებაზე მსჯელობა. საუბარია პროექტზე, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ახალ სატრანზიტო და ეკონომიკურ რეალობას ქმნის.
შავი ზღის რკინიგზის გახსნა გაზრდის სატრანსპორტო პოტენციალს არა მხოლოდ არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ საქართველოსა და აზრებაიჯანისთვისაც. ეს სამშვიდობო დიალოგი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არის პროექტი, რომელიც სამეზობლო ურთიერთობებს დაალაგებს და სახმრეთ კავკასიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებით ყველაზე მიმზიდველ მარშრუტად გადააქცევს, - თქვა ღონისძიებაზე ნკოლ ფაშნიანმა.
ღონისძიებაზე სიტყვა წარმოტქვა აზერბაიჯანის პრემიერმაც.
„საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანი და საქართველო ამ ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა, წვლილი შეჰქონდა განვითარებაში, ვაჭრობაში და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში. აძლიერებდა კულტურულ, ჰუმანიტარულ გაცვლის პროგრამებს. დღეს აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გამყარებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ლოჯისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას, - თქვა მან.