დავაკავეთ 33 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვანის პორნოგრაფიულ მასალებს ინახავდა და ავრცელებდა - შსს

22.10.25 14:19
დავაკავეთ 33 წლის კაცი, რომელიც არასრულწლოვანის პორნოგრაფიულ მასალებს ინახავდა და ავრცელებდა - შსს

წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვა-ფლობის და გავრცელების ბრალდებით 33 წლის კაცი დააკავეს. 

დანაშაული 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ მასალებს, პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით ინახავდა და ავრცელებდა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი და მეხსიერების ბარათი ნივთმტკიცებად ამოიღეს". - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები