ეს აღიარება პატივს მიაგებს არა მხოლოდ მზია ამაღლობელის ხმას, არამედ თავისუფალი საქართველოს სულისკვეთებას - სალომე ზურაბიშვილი

22.10.25 14:39
ეს აღიარება პატივს მიაგებს არა მხოლოდ მზია ამაღლობელის ხმას, არამედ თავისუფალი საქართველოს სულისკვეთებას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის გადაცემას ულოცავს. 

ზურაბიშვილის შეფასებით, ეს აღიარება პატივს მიაგებს არა მხოლოდ მზია ამაღლობელის ხმას, არამედ თავისუფალი და ღირსეული საქართველოს სულისკვეთებას. 

ვულოცავთ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას!
ეს აღიარება პატივს მიაგებს არა მხოლოდ მის ხმას, არამედ თავისუფალი და ღირსეული საქართველოს სულისკვეთებას - ერს, რომელიც გადაწყვეტილია გააგრძელოს ბრძოლა ევროპული მომავლისთვის.

მსგავსი სიახლეები