კობახიძე, სუპერფარჩაკი ხარ - გიორგი თავართქილაძე

22.10.25 14:48
კობახიძე, სუპერფარჩაკი ხარ - გიორგი თავართქილაძე

"ფარჩაკები ხართ" - ასე მიმართა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ ირაკლი კობახიძეს და ყველა საგამოძიებო სტრუქტურის წარმომადგენელს. 

სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა ერთი ვიღაცის დავალებას ასრულებენ, ამიტომ არიან ფარჩაკები - ამბობს რეჟისორი და აცხადებს რომ დღეს საღამოს ბრძოლის გასაგრძელებლად ისევ რუსთაველზე იდგება. 

რაც შეეხება თუ იმ ფაქტს, თუ რატომ არ წამოდგაა რეჟისორი ფეხე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილის დარბაზში შესვლისას, თავართქილაძე ამბობს: "როგორ უნდა ვცე პატივი ამ სასამართლოს ანარეკლს, რომელიც ვიღაც რუსეთის შნირის დავალებებს ასრულებს?" 

„ეს რაღაც განწირული ფაფხურია, მათ უნდათ რაღაც შეთხზან, ამისთვის 24 საათი დასჭირდათ. საბოლოოდ გამოჩნდნენ, რომ ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ არიან ფარჩაკები. ამის მიზანი იყო იმის გამომხატველი აქტი, რომ მე არ მეშინია ამ რეჟიმის და მათი შემზღუდავი მაიმუნობების, გაეუფასურებინათ და ამბობენ, თითქოს [პოლიციასთან] ვითანამშრომლე - რანაირად ვითანამშრომელე? როდესაც ვამბობ, რომ არ ვაღიარებ მათ, როგორც ლეგიტიმურ ორგანოს, არ ვაღიარებ დანაშაულს. საბოლოოდ გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა ერთი ვიღაცის დავალებას ასრულებენ, ამიტომ არიან ფარჩაკები. როცა შემობრძანდა ე.წ. მოსამართლე, ფეხზე არ ავდექი, ამასაც ჰქონდა მოტივი, რადგან მათ მოტივს არ ვცემ. როგორ უნდა ვცე პატივი ამ სასამართლოს ანარეკლს, რომელიც ვიღაც რუსეთის შნირის დავალებებს ასრულებს? ფარჩაკები ხართ მეგობრებო, მეგობრებიც არ ხართ, რეჟიმის მესვეურებს მივმართავ, განსაკუთრებით კობახიძეს მივმართავ, სუპერფარჩაკი ხარ და მინდა გითხრა, ძალიან არ გიხდება ღიმილი“, - განაცხადა თავართქილაძემ.

რეჟისორი გიორგი თავართქილაძე სასამართლო დარბაზიდან სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე გაათავისუფლეს - გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა.

ხელოვანის მიმართ სიტყვიერი შენიშვნა სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელმა მოითხოვა.

რეჟისორს რუსთაველეს გამზირის გადაკეტვას ედავებოდნენ.

 

მსგავსი სიახლეები