როგორ მოხვდა სააკაშვილი ღია ფანჯარასთან - პენიტენციურის განცხადება
"მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა, სადაც დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა ეკრძალებათ, მან სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და შეკრებილებს მიმართა, რითაც დაარღვია შინაგანაწესი"- ამის შესახებ სპეციალური პემიტენციური განცხადებაშია საუბარი.
უწყების ცნობით, საშხაპე ოთახში დაწესებულების მოსამსახურეებს შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ.
მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი, კერძოდ, ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, მიიჩნევა დისციპლინურ დარღვევად, არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას. დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს" - აცხადებს პენიტენციური სამსახური.