ევროპარლამენტის პრეზიდენტის თქმით, 2025 წლის სახაროვის პრემიის მფლობელთა სიმამაცე შუქურად ანათებს ყველასთვის, ვინც არ ეთანხმება ჩუმად დარჩენას. რობერტა მეცოლამ აღნიშნა, რომ მზია ამაღლობელი და ანდჟეი პოჩობუტი დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოებად იქცნენ, რადგან ორივემ დიდი ფასი გადაიხადა ხელისუფლების წინაშე სიმართლის თქმისთვის.
ჩემთვის პრივილეგიაა გამოვაცხადო, რომ 2025 წლის სახაროვის პრიზი აზრის თავისუფლებისთვის გადაეცემა ანდრეი პოჩობუტის ბელორუსიიდან და მზია ამაღლობელს საქართველოდან. ორივე ჟურნალისტი ახლა ციხეში იმყოფება ცრუ ბრალდებებით, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ პროფესიულ საქმეს აკეთებდნენ და საუბრობდნენ უსამართლობის შესახებ. სიმამაცემ ისინი აქცია სიმბოლოდ თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის ბრძოლაში. ეს სახლი მათ გვერდით დგას და მათთან ვინც აგრძელებს თავისუფლების მოთხოვნას, - განაცხადა მეცოლამ.
ევროპარლამენტმა 2025 წლის სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის მიანიჭა ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს („ნეტგაზეთი“, „ბათუმელები“) და ბელარუს ჟურნალისტს ანდჟეი პოჩობუტს.
პრემია დაარსებულია 1988 წელს და გადაეცემა იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში გამორჩეულ წვლილს შეიტანენ.