ნატალი ლუაზო: სირცხვილი „ქართულ ოცნებას“

22.10.25 15:20
ნატალი ლუაზო: სირცხვილი „ქართულ ოცნებას“

მზია და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. რეპრესიები უნდა დასრულდეს - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ სახაროვის პრემიის გამარჯვებულების გამოცხადებას.

„ახლახან ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, სახაროვის პრემია მიანიჭა. სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს. მზია და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. რეპრესიები უნდა დასრულდეს“, - წერს ნატალი ლუაზო X-ზე.

ევროპარლამენტმა 2025 წლის სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის მიანიჭა ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს („ნეტგაზეთი“, „ბათუმელები“) და ბელარუს ჟურნალისტს ანდჟეი პოჩობუტს.

პრემია დაარსებულია 1988 წელს და გადაეცემა იმ ადამიანებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში გამორჩეულ წვლილს შეიტანენ.

მსგავსი სიახლეები