რა მიზნით შემოვიდა რუსული ნავთობი საქართველოში - ქვრივიშვილი კითხვებს არ პასუხობს
რა მიზნით შემოვიდა რუსული ნავთობი საქართველოში? "პირველების" ამ კითხვას მარიამ ქვრივიშვილი არ პასუხობს. ეკონომიკის მინისტრი ვერ პასუხობს კითხვას, რა სარგებელს მიიღებს ქვეყანა რუსული ნავთობის მიღებით მაშინ, როდესაც მთელ ცივილზებულ სამყაროში რუსული ნავთობი სანქცირებულია.
"პირველებმა" ქვრივიშვილს ასევე ჰკითხა, თუ იცის ამ პროცესში მისი წინამორბედის, ლევან დავითაშვილის როლზე, თუმცა მინისტრმა ეს კითხვაც უპასუხოდ დატოვა.
რუსულმა „როსნეფტმა“ პირველად შემოიტანა 105 ათასი ტონა ნავთობი ყულევის ტერმინალში. ამის შესახებ Reuters-მა დაწერა. ტანკერმა „კაისერიმ“ ტვირთი 6 ოქტომბერს ნოვოროსიისკიდან ჩამოიტანა.
მიუხედავად ომისა და დიპლომატიური ურთიერთობების არქონისა, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გაღრმავებულია, - წერს გამოცემა.
მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც რუსული ნავთობის შემოტანის ფაქტი დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ გემი და კომპანიები სანქციების სიაში არ არიან.